27 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა, თავიანთი სტარტაპ პროექტები წარადგინეს.
სტარტაპ იდეები, ოთხმა გუნდმა კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ ლაბს - C10-ს და ილიაუნის ფაბლაბს წარუდგინა.
სტუდენტებმა სტარტაპ იდეები კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორის, თენგიზ ტყეშელაშვილის მენტორობით წარადგინეს.
საუკეთესო გუნდები გააგრძელებენ იდეაზე მუშაობას C10-ში და ამასთან ერთად ითანამშრომლებენ ფაბლაბთან.