22 მაისს,კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”-ის მეოთხე კვირის აქტივობები გაიმართა.
პროგრამის მონაწილეები ღირებულების შექმნის ტექნიკებს და ბიზნეს მოდელის შესახებ ინფორმაციებს გაეცნენ. მეოთხე კვირის აქტივობებს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი და პროგრამის მენტორი ირაკლი სვანიძე გაუძღვა.
“CUnicorn”-ის მონაწილეებს ასევე შემოსავლის მიღების წყაროების შესახებ საკუთარი გამოცდილება სტარტაპი Kovzy-ს თანადამფუძნებელმა ალექსანდრე ცინცაძემ გაუზიარა.