CU - ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეცხრე კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ სტარტაპების დაფინანსების სტრატეგიას და ალტერნატივებს და კომპანიის შეფასების, ფინანსური ანგარიშგების და ბიუჯეტირების ძირითად პრინციპებს.
მეცხრე კვირის აქტივობებს პროგრამის მენტორი, Cartooli Capital - ის დამფუძნებელი, საერთაშორისო ფინანსებისა და ინვესტირების ექსპერტი რობ ნოკი გაუძღვა.