CU - ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის დასკვნითი, მეათე კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეებს ბიზნეს იდეების პრეზენტაციის (pitching) ძირითადი პრინციპები და საკუთარი გამოცდილება პროგრამის მენტორმა, Startup Grind - ის ხელმძღვანელმა კოლინ დონაჰიუმ გააცნო.
შეხვედრის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს საკუთარი სტარტაპ იდეის პრეზენტაციები (pitching) და მენტორისგან დეტალური უკუკავშირი და რჩევები მიიღეს.