CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის დასკვნითი, მეათე კვირის აქტივობების ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს პროგრამის სპიკერი, The Crossroads-ის ინოვაციების ხელმძღვანელი ნინო ლორთქიფანიძე შეხვდა. სპიკერმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ბიზნეს იდეის პრეზენტირებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს საკუთარი სტარტაპ იდეის პრეზენტაციები (pitching) და სპიკერისგან დამატებითი უკუკავშირი და რჩევები მიიღეს.