28 აპრილს, კასპის ტექნოპარკში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორმა გიორგი ბურდულმა და მენეჯერმა ირაკლი სვანიძემ განიხილეს სტარტაპის ნულიდან შექმნასთან დაკავშირებული ოთხი ძირითადი საკითხი:
- იდეა
- პროდუქტი
- გუნდი
- შესრულება
შეხვედრის მონაწილეებს ასევე საკუთარი სტარტაპ გამოცდილება გაუზიარა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”-ის მონაწილემ საბა არუდაშვილმა.
რეგიონულ ტექნოპარკებში ღონისძიებები იმართება უნივერსიტეტის მესამე მისიის პროექტის ფარგლებში. ერაზმუს+ -ის პროექტი SQUARE მიზნად ისახავს მესამე მისიის (3M) ხარისხისა და რელევანტურობის გაძლიერებას ქართულ უნივერსიტეტებში, მისი გავლენის, მასშტაბისა და აღიარების უზრუნველყოფას. SQUARE პროექტი ხელს შეუწყობს კულტურულ ევოლუციას და სარგებელს მოუტანს მთლიანად ქართულ საზოგადოებას.