CU Meetup in the Metaverse

30 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, 3D ვირტუალური ღონისძიებების ორგანიზატორ სტარტაპ Arrival-თან ერთად მეტავერსში გამართა ღონისძიება თემაზე -  სტარტაპის შექმნა ნულიდან“. 

 

ღონისძიებას გაუძღვა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი გიორგი ბურდული. მოწვეულმა სპიკერებმა, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და Mindworks –ის დამფუძნებელმა ნინო ანდრიაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა და My Gallery-ის დამფუძნებელმა მარი დათიშვილმა,    კურსდამთავრებულებმა -  Awork – ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რაზმაძემ, Upway -ის თანადამფუძნებელმა და მარკეტინგის დირექტორმა მარიამ ცანავამ,  Arrival-ისა და Holomotors - ის  თანადამფუძნებელმა da Arrival ­- ის მარკეტინგის დირექტორმა გიორგი ავალიანმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სტარტაპის შექმნა ნულიდან, ანტრეპრენერული აზროვნება და სტუდენტების, როგორც სტარტაპერების გზა წარმატებისკენ.

 

შეხვედრის განმავლობაში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მონაწილეებმა - AI Farmer-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ხანიშვილმა,   Rollycks -ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა საბა არუდაშვილმა, E-Flow -ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა ქობალიამ, ThereSync -ის თანადამფუძნებელმა ლუკა ბაძგარაძემ და Era-ის თანადამფუძნებელმა ელიზავეტა ვრონსკამ  გამართეს პრეზენტაციები  (Pitching). 

 

მეტავერსი არის მუდმივი, ონლაინ, 3D სამყაროს კონცეფცია, რომელიც აერთიანებს მრავალ განსხვავებულ ვირტუალურ სივრცეს. მეტავერსი კომპანიებს საშუალებას აძლევს ნაკლები დანახარჯებით დაუკავშირდნენ მომხმარებლებს სხვადასხვა რეგიონში, ქვეყანაში, დაამყარონ მათთან კომუნიკაცია, გააზიარონ ახალი იდეები, პროდუქტი და მიიღონ მათგან უკუკავშირი.