ProductTank Tbilisi კავკასიის უნივერსიტეტში

16 მაისი 2019

15 მაისს კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ღონისძიებას ProductTank Tbilisi, რომელიც ჩატარდა თბილისის სტარტაპ ბიუროსა და სტარტაპ აქსელერატორის C10-ის ორგანიზებით.

 

ProductTank ყოველთვიური ივენთ სერიის ფარგლებში გაიმართა. ProductTank Tbilisi იწვევს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ აუდიტორიას. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 175 ქალაქს აერთიანებს.

 

ProductTank Tbilisi-ს სპეციალური გამოშვების ღონისძიება ჩატარდება World Product Day-ის ფარგლებში. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა პროდუქტ პროფესიონალთა გლობალური გაერთიანება, ხდება ადგილობრივი საზოგადოებების ერთმანეთთან დაკავშირება, პროდუქტ მენეჯმენტის მნიშვნელობის ხაზგასმა.

 

სპიკერები იყვნენ, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკა გიგაშვილი, კომპანია ვენდუს CIO

 

და ბექა ქვარცხავა Digitalmate-ის კრეატიული დირექტორი და UI/UX სპეციალისტი