CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ პირველი ბანაკი გაიმართა.
პროგრამაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები:
- Phubber
- Fireflies
- Aisi
- BL-Sigma
- TBC Bank
- Bim Cube
- MBC
- Crystal
- GPI Holding
პროგრამის ფარგლებში 4 ბანაკი გაიმართება, სადაც ფასილიტატორი მონაწილეებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, მათ მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური პროექტების განხორციელების გზებს გააცნობს. მონაწილეები საკუთარ კომპანიებში მდგრადი განვითარების პროექტების დანერგვის გეგმებს შეიმუშავებენ, რაშიც მათ პროგრამის მენტორები შეუწყობენ ხელს.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა პირველად ტარდება საქართველოში და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორი არის კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.