CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ მეოთხე ბანაკი გაიმართა.
მეოთხე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს სავარჯიშოებზე, დახვეწეს პროტოტიპების შექმნის პროცესი, გამოკვეთეს ზემოქმედების მართვის საფეხურები და იმუშავეს პროექტის პრეზენტაციებზე.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა მესამედ ტარდება საქართველოში. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შვედეთის დაფინანსებული პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.