24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ვორკშოპი,სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები საგრანტო პროგრამის განაცხადის შევსებისა და პირობების შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
GITA-ს თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.
საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის.