Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის იშტეს ბიზნესის სკოლაში, პორტუგალია

25 მარტი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2022 გაზაფხულის სემესტრში, იშტეს ბიზნესის სკოლაში, პორტუგალია (ISCTE Business School, Portugal), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად. პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს  და სავალდებულო 8 სალექციო საათს).

 

განაცხადის წარმოდგენა შეუძლია:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება

 

2022 გაზაფხულის სემესტრისთვის, იშტეს ბიზნესის სკოლაში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: Business Administration, Architecture, Information Technologies.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;  
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 30 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

  

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება და დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სალექციო კურსისა და მობილობის თარიღების შეთანხმება პარტნიორი უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტთან;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის ფაკულტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!