ავსტრიის ქალთა საკითხების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აცხადებს Ernst Mach-ის საერთაშორისო საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღებას.
პროგრამა განკუთვნილია ავსტრიის ფარგლებს გარეთ მყოფი მაგისტრატურის შემდგომი საფეხურის სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისა და პოსტ-დოქტორანტებისთვის, რომელთაც სურთ ავსტრიაში სწავლის ან კვლევის განხორციელება.
სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს შემდეგ სასწავლო და კვლევით მიმართულებებს:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ტექნიკური მეცნიერებები;
- მედიცინა და ჯანდაცვის მეცნიერებები;
- სოფლის მეურნეობის მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- ხელოვნება.
გრანტის ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 9 თვემდე და პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატებისთვის ავსტრიის მხარე უზრუნველყოფს:
- ყოველთვიურ დაფინანსებას 1 300 ევროს ოდენობით;
- საცხოვრებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მოძიებაში დახმარებას;
- ავსტრიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურისგან გათავისუფლებას შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში;
- გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხარჯების სუბსიდირებას მაქსიმუმ 1 200 ევროს ოდენობით, შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.
Ernst Mach-ის გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 35 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ-ერთს ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან:
- დოქტორანტებს/PhD სტუდენტებს, რომლებიც ავსტრიის ფარგლებს გარეთ სწავლობენ დოქტორანტურის პროგრამაზე;
- მაგისტრატურის შემდგომი საფეხურის სტუდენტებსა და პოსტდოქტორანტებს, რომლებსაც სურთ ავსტრიაში კვლევის განხორციელება აკადემიური კარიერის გაგრძელების მიზნით და რომლებმაც უმაღლესი განათლება ავსტრიის ფარგლებს გარეთ 2025 წლის 30 სექტემბრის შემდეგ დაასრულეს;
- პოსტდოქტორანტებს, რომლებიც ავსტრიის ფარგლებს გარეთ მდებარე უნივერსიტეტში ლექტორებად ან მკვლევრებად მუშაობენ.
- აპლიკანტს განაცხადამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უნდა ეცხოვრა, ესწავლა ან ემუშავა ავსტრიაში.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ ონლაინ პლატფორმაზე www.scholarships.at
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 დეკემბერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავსტრიაში სწავლის ან კვლევის განხორციელების მსურველი აპლიკანტმა თავად უნდა დაუკავშირდეს მისთვის სასურველ ავსტრიულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს მითითებულ მეილის მისამართზე: mach@oead.at ან იხილოთ ვებ-გვერდი.
გისურვებთ წარმატებას!
