ალპბახის ევროპული ფორუმის (EFA) სასტიპენდიო პროგრამა

13 მარტი 2026

გაცნობებთ, რომ European Forum Alpbach (EFA)-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. ალპბახის ევროპული ფორუმი ყოველწლიურად იმართება ალპბახში, ავსტრიაში. ეს ნპრესტიჟული ღონისძიება აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებს და ლიდერებს, რათა ჩაერთონ ევროპის ყველაზე აქტუალურ ნსაკითხებზე გამართულ ინტერდისციპლინურ დისკუსიებში.

 

ღონისძიების თარიღები: 2026 წლის 24 აგვისტო – 4 სექტემბერი

EFA სასტიპენდიო პროგრამა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას:

 

  • მონაწილეობა მიიღოთ ინტერაქტიულ სემინარებში, რომლებსაც უძღვებიან წამყვანი ექსპერტები
  • დაესწროთ მაღალი დონის კონფერენციებს მსოფლიო ლიდერებთან ერთად
  • მონაწილეობა მიიღოთ კულტურულ ღონისძიებებსა და ნეთვორქინგ სესიებში
  • შეუერთდეთ ცვლილებების ინიციატორ მრავალფეროვან საერთაშორისო საზოგადოებას

 

თემატური მიმართულებები:

 

ფორუმის წლევანდელი თემაა “How Europe Wins” რომელიც მიმოიხილავს იმ ოთხ ძირითად სფეროს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე:

 

  • დემოკრატია და კანონის უზენაესობა
  • უსაფრთხოება
  • კლიმატი
  • ფინანსები და ეკონომიკა

 

სტიპენდია მოიცავს: მონაწილეობის საფასურსა და განთავსების ხარჯებს.

 

აპლიკაციის შევსებისას შესაძლებელია დამატებითი მხარდაჭერის მოთხოვნა (კვება, ტრანსპორტირება, სპეციალური საჭიროებები და სხვა). ასეთი მხარდაჭერის განაწილება დამოკიდებულია შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

 

18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე და აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად დაესწრონ ფორუმის სრულ პროგრამას.


აპლიკაციის გაგზავნის პროცედურა:

 

აპლიკაციები მიიღება 2026 წლის 22 მარტამდე, ალპბახის ევროპული ფორუმის ონლაინ პორტალზე. ამავე ბმულზე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, მათ შორის მონაწილეობის კრიტერიუმებისა და საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს.

 

გისურვებთ წარმატებას!