IE უნივერსიტეტი, საზაფხულო სკოლა - 2026

13 მარტი 2026

IE-ს უნივერსიტეტი (IE University, Segovia, Spain,), გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საზაფხულო სკოლაში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ინტერაქტიულ სასწავლო გამოცდილებას, რომელიც შექმნილია ახალი სფეროების აღმოჩენისა და გლობალური პერსპექტივის გასაფართოებლად.

 

პროგრამების ჩამონათვალი (შეგიძლიათ აირჩიოთ მაქსიმუმ 3 პროგრამა):

 

  • Arts & Culture
  • Breakthrough Robotics
  • Breakthrough Tech & AI
  • Business Management
  • Creative Intelligence
  • Digital Marketing
  • Entrepreneurship Bootcamp
  • Fashion Styling & Media
  • Finance Fundamentals
  • Idea Validation accelerator
  • Law & innovation
  • Nextgen Public Changemakers
  • Upskilling for Professional Success

 

თითოეული პროგრამის ხანგრძლივობა: 2 კვირა.

 

საფასური: 27 მარტამდე რეგისტრაციის შემთხვევაში პროგრამის საფასური შეადგენს 3,150  ევროს; ორი პროგრამის არჩევის შემთხვევაში - 5,310 ევრო (Bundle Price 2 weeks + 2 weeks); 3 პროგრამა - 7,650 ევრო. 

 

27 მარტის შემდეგ 10 ივნისის ჩათვლით, კავკასიის სტუდენტებს შეეძლებათ ისარგებლონ შეღავათიანი ფასით, მხოლოდ ერთი პროგრამის არჩევის შემთხვევაში ( 27 მარტის შემდეგ ერთი პროგრამის საფასური შეადგენს 3,150 ევროს, ორი პროგრამა - 5,900 ევროს).

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge   

 

 

  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.0-ს).
  • პასპორტის ასლი

 

იმისათვის რომ დაინტერესებულმა პირებმა ისარგებლონ Early Bird - ის ტარიფით, დოკუმენტები უნდა გამოაგზავნონ 24 მარტის ჩათვლით. 

 

პროგრამებზე დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ პროგრამების ბროშურა

 

დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს მეილზე: globalacademicpartnerships@ie.edu

 

გისურვებთ წარმატებას!