გაცნობებთ, რომ IED ევროპის დიზაინის ინსტიტუტი (IED Istituto Europeo di Design) აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტების მიღებას საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
IED საზფხულო სკოლის პროგრამის ხანგრძლივობა სამ (3) კვირას შეადგენს, რომელიც 2026 წლის 29 ივნისიდან დაიწყება. თითოეულ კურსს მითითებული აქვს განხორციელების პერიოდი.
შემოთავაზებული კურსებიდან შესაძლებელია რეგისტრაცია მხოლოდ ერთ კურსზე:
- გრაფკული დიზაინის გაღრმავებული კურსი
- გრაფიკული დიზაინი და პორთფოლიო
- ილუსტრაცია
- გრაფიკული დიზაინი
- გრაფიკული დიზაინი და ბრენდირება
- თანამედროვე ფოტოგრაფია და ვიზუალური კულტურა
- რომის არქიტექტურული ჩანახატების ალბომი
- ინტერიერის დიზაინის ციფრული ვიზუალიზაცია
- ინტერიერისა და შოურუმის დიზაინი
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მოცემულ ბმულზე 2026 წლის 15 ივნისამდე.
სააპლიკაციო ფორმის შევსებისას გთხოვთ მზად იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
- სამოტივაციო წერილი
- CV (EUROPASS)
გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ პროგრამაში მონაწილე სტუდენტი თავად ფარავს შერჩეული სასწავლო კურსის საფასურს, ასევე ფრენისა და საცხოვრებლის ხარჯებს. დაფინანსება არ არის გათვალისწინებული.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ IED-ის წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.ercolano@ied.it
გისურვებთ წარმატებას!
