საინფორმაციო შეხვედრა ესტონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

17 იანვარი 2020
გაცნობებთ, რომ 29 იანვარს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (C სართული) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.


შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ ესტონეთის უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული პროგრამების, როგორც შინაარსობრივ, ისე ტექნიკურ საკითხებს. 


დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე.

 

ყველა დარეგისტრირებულ პირს მოგვიანებით გადაეგზავნება შეხვედრაზე გამოყენებული პრეზენტაციის ფაილები.