Institut Lyfe (საფრანგეთი) აცხადებს მიღებას 2026 წლის კულინარიული ხელოვნების საზაფხულო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კულინარიული და მასპინძლობის უნარების გაუმჯობესებით.
პროგრამის თარიღები: 2026 წლის 10 მაისი - 18 ივლისი
ხანგრძლივობა: 10 კვირა
პროგრამის მიმოხილვა:
- 4 მოდული უახლესი ფრანგული კულინარიული ტექნიკის კურსებში
- 1 მოდული ფრანგული საკონდიტრო ნაწარმის კურსი.
- 1 მოდული ფრანგულ საცხობში ( ასწავლის 2024 წლის მსოფლიო კონდიტერის ჩემპიონი ხავიერ საკრისტი )
- 1 მოდული კულინარიული შეჯიბრი
- 1 მოდული რესტორნის აქტივობებში
საჭირო გამოცდილებები:
- Culinary Art - ში მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება ბაკალავრიატის საფეხურზე;
- ინგლისური ენის B1 დონე.
პროგრამის საფასური:
- 7,000 ევრო (საფასური მოიცავს საცხოვრებელს)
რეგისტრაციის თარიღები:
- 15 თებერვალი, 2026 - Culinary Art- ის გაფართოებული პროგრამა
- 15 მარტი, 2026 - „Hospitality French Excellence“ პროგრამა
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ სარეგისტრაციო გვერდს.
გისურვებთ წარმატებას!
