გერმანული ენის შემსწავლელი კურსები - აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

13 მაისი 2023

აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია (Aschaffenburg University of Applied Sciences, Germany) აცხადებს სტუდენტების მიღებას გერმანული ენის შემსწავლელ კურსებში მონაწილეობის მისაღებად (7-31 აგვისტო).

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ონლაინ ტესტირება გერმანული ენის დონის შესამოწმებლად.

 

მონაწილეობის საფასური: 399 ევრო (+70 ევრო კურსის მასალა)

 

რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესბულმა კანდიდატებმა პროგრამის ორგანიზატორებს ელექტრონულ მისამართზე : language-centre@th-ab.de უნდა გაუგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

 

  • სახელი;
  • გვარი;
  • ეროვნება;
  • მისამართი;
  • სტატუსი (სტუდენტი);
  • გერმანული ენის ცოდნის დონე.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:language-centre@th-ab.de

 

გისურვებთ წარმატებას!