გაცნობებთ, რომ საბერძნეთის საელჩო აცხადებს აპლიკაციების მიღებას გარემოსდაცვითი დიზაინისა და ჯანმრთელობის რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენციისთვის (ICED2026), რომელიც გაიმართება 2026 წლის 24-25 ოქტომბერს ათენში, საბერძნეთი.
საერთაშორისო კონფერენციაზე განხილული იქნება გარემოსდაცვითი დიზაინის სფეროში არსებული უახლესი სამეცნიერო მიღწევები და მოიცავს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა მდგრადი განვითარება, გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, გარემოსდაცვითი პოლიტიკა, სოციალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო საკითხები.
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ აბსტრაქტი და მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში. დეტალური ინფორმაცია კონფერენციის ფარგლებში თემატური მიმართულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე. კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ასევე ვირტუალურად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე 28 ივნისის ჩათვლით, 2026.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს, ხოლო პროგრამაში მონაწილეობის საფასურის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე. თეზისების წარდგენის საბოლო ვადაა 2026 წლის 28 ივნისი.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება Scopus-ის ინდექსირებულ საკონფერენციო გამოცემაში.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტი თანდართულ ბმულზე ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს მითითებულ მეილის მისამართზე: iced@eap.gr.
