საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024 - საფრანგეთი

16 აპრილი 2024

ნორმანდიის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი (EM NORMANDIE Business School, France), გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსები ლე ჰავრში, კანში ან თითო კურსი ორივე ქალაქში.

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება და გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

კურსი ლე ჰავრში - 28 ივნისი - 11 ივლისი (შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი):

 

  • Digital & Social Media Marketing;
  • Project Management in Digital Era;
  • Doing Business in a Changing World;
  • Experiential Marketing & AI influences in a Phygytal World;
  • Working in Multicultural Teams and Environments;

 

საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 690€, ხოლო შემდგომ- 890€.

 

კურსი კანში - 12 – 25 ივლისი (შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან ერთ-ერთი)

 

  • Brand and Product Development in Luxury;
  • Interpersonal and Social Media influences in a Phygytal World;
  • Cyber Resilience for Future Leaders Managing Risk and Human Factors in the Digital Age;
  • Understanding Climate Change and How to Act as a Business for the Ecological Transition;
  • Leadership & Becoming

 

საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 690€, ხოლო შემდგომ- 890€

დაინტერესებულ პირებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა გაიარონ თითო კურსი ორივე ქალაქში.

 საფასური: 30 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 1200€, ხოლო შემდგომ 1500€

 

მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე.

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.0-ს).

 

შერჩევის პროცედურა: 

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება დარმშტადტის უნივერსიტეტში;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადები არ განიხლება.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით, 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით.


პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!