Iscte Business School (IBS), პორტუგალია, გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ინტენსიური სასწავლო კურსები ლისაბონში.
1-ლი მიღება: 8 ივნისი - 26 ივნისი, 2026 (გთხოვთ, აირჩიოთ ერთ-ერთი):
- Innovation Strategy with AI;
- Applied Financial Risk: Methods, Models & Real-World Cases;
- Leading High performance Teams
მე-2 მიღება: 29 ივნისი - 10 ივლისი, 2026 (გთხოვთ, აირჩიოთ ერთ-ერთი):
- Brand Creation and Management;
- Management Consulting Essentials - Think Like a Consultant;
- Leadership and Strategic Knowledge;
- Digital Finance: FinTech, Blockchain & AI Applications
მე-3 მიღება 13 ივლისი - 24 ივლისი, 2026 (გთხოვთ, აირჩიოთ ერთ-ერთი):
- International Financial Management;
- International Business: Expanding across Borders;
- Digital Marketing and Customer Experience;
- Cross Cultural Communication and Negotiation
პროგრამის ფასი:
15 მაისამდე (Early Bird):
- 1 კურსი - 1,000€;
- 2 კურსი - 1,800€;
- 3 კურსი - 2,400€;
- 4 კურსი - 3,000€
15 მაისის შემდეგ ფასები იზრდება 10%-ით.
საფასურში შედის სალექციო კურსი, სასწავლო მასალები, სატრანსპორტო ბარათი, მისასალმებელი ღონისძიებები, ლისაბონის ტური, საერთაშორისო სადილები, სპორტული დღე სანაპიროზე და საღამოს სეირნობა კაშკაიშში.
საფასურში არ შედის ავიაბილეთები, საცხოვრებელი, დაზღვევა და სხვა პირადი ხარჯები.
ყველა კურსი ტარდება ინგლისურ ენაზე. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ECTS კრედიტებისა და ნიშნების დამადასტურებელი ტრანსკრიპტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტის შიდა შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფორმით, მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
- ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA 3.0 (A2 ოთახი);
- საერთაშორისო პასპორტის ასლი
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო თარიღი: სპეციალური ტარიფის გამოყენების სურვილის შემთხვევაში, 14 მაისი, ხოლო სტანდარტული ფასის გამოყენების სურვილის შემთხვევაში:
- 1-ლი მიღებისთვის - 29 მაისი, 2026;
- მე-2 მიღებისთვის - 4 ივნისი, 2026;
- მე-3 მიღებითვის - 18 ივნისი, 2026
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. შერჩევის შემთხვევაში, გაგზავნამდე სკოლის ადმინისტრაციასთან გაიარეთ შესაბამისობის საკითხი.
გისურვებთ წარმატებას!
