საერთაშორისო ვირტუალური გაცვლითი პროგრამა "სოციალური მეწარმეობა" 2026

29 სექტემბერი 2026

კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი (Cracow University of Economics, პოლონეთი) და ESAN-ის უნივერსიტეტი (Universidad ESAN, პერუ) აცხადებს მიღებას საერთაშორისო ვირტუალურ გაცვლით პროგრამაში „სოციალური მეწარმეობა" მონაწილეობისათვის.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 5 კვირა.

პროგრამის თარიღები: 20 ოქტომბერი - 20 ნოემბერი, 2026.

 

პროგრამის მიზანი:

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას სოციალური მეწარმეობის საკითხებში და შეისწავლიან:

 

  • სოციალური გამოწვევებისა და ეთიკური მეწარმეობის იდენტიფიცირებას;
  • მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მნიშვნელობას;
  • სოციალური მეწარმეობის შედარებას პერუსა და პოლონეთის მაგალითზე
  • სამეწარმეო შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და განსაზღვრას;
  • სამეწარმეო იდეის წარდგენას სხვადასხვა აუდიტორიის წინაშე.

 

რა უნარები განუვითარდებათ მონაწილეებს:

 

  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარები
  • ციფრული წიგნიერება
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • თავდაჯერებულობა ინტერკულტურულ გარემოში კომუნიკაციისას

 

პროგრამის სტრუქტურა:

 

  • 1-ლი ეტაპი (20 ოქტომბერი): გახსნის შეხვედრა და მონაწილეთა გაცნობა (სინქრონული სესია);
  • მე-2 ეტაპი (26-30 ოქტომბერი): გუნდური აქტივობები და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხილვა;
  • მე-3 ეტაპი (2-6 ნოემბერი): სოციალური მეწარმეობის შედარებითი ანალიზი და საკუთარი „SDG სტარტაპის" იდეის შემუშავება;
  • მე-4 ეტაპი (9-13 ნოემბერი): საკუთარი იდეის პრეზენტაცია (ვიდეო ფორმატში);
  • მე-5 ეტაპი (16-20 ნოემბერი): პროგრამის დახურვა და სტუდენტების პრეზენტაციები (სინქრონული სესია).

 

სტუდენტის ყოველკვირეული დატვირთვა შეადგენს დაახლოებით 2-3 საათს. გუნდის განრიგს მონაწილეები თავად ათანხმებენ ერთმანეთში.

 

შეფასების კრიტერიუმები: გუნდური დავალებების წარმატებით და დროულად შესრულება, Padlet-ზე აქტივობა.

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დაუკავშირდნენ პროფესორებს მოცემულ ელ-ფოსტაზე: molivos@esan.edu.pe და marchewm@uek.krakow.pl 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი.

 

გისურვებთ წარმატებას!