კვლევითი ნაშრომების მიღება ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტის (BBU) საერთაშორისო კონფერენციაზე

6 ოქტომბერი 2021

მიმდინარე წლის 18-20 ნოემბერ ბაბეშ-ბოლაის უნივერსიტეტის (BBU) ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „Governance, Intelligence and Security”  თემაზე საზღვრების უსაფრთხოების გააზრება თანამედროვე საზოგადოებაში (Understanding Border Securitization in Contemporary Societies).

 

საზღვრის უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება მრავალი ქვეყნისთვის ბოლოდროინდელი საშინაო და საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების კონტექსტში, რომელიც ტრანსნაციონალური მიგრაციის ტალღების, პოსტკონფლიქტური ზონების მართვისა, და ტერორისტული თავდასხმების გავრცელების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ შეუსწავლელ საკითხად რჩება. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს მიმდინარე მოვლენების შესახებ ცოდნის გაზიარებას, მოვლენების უკეთ გააზრებასა და საზღვრის უსაფრთხოების ძირითად კომპონენტებზე მუშაობას.

 

კვლევითი ნაშრომის წარდგენა შეუძლიათ, როგორც ახლაგზარდა მეცნიერებს (PHD კანდიდატებს), ისე გამოცდილ მკვლევარებს შემდეგ საკითხებზე:

  • მიგრაცია და საზღვრის უსაფრთხოება
  • საერთაშორისო აქტორების როლი საზღვრის უსაფრთხოებაში
  • ტერიტორიული მეტოქეობა და გეოპოლიტიკური გამოწვევები
  • საზღვრის უსაფრთხოების გავლენა პოლიტიკაზე ან ეკონომიკაზე;
  • საზღვრის და ეროვნული უსაფრთხოება
  • საზღვრის მართვა და საერთაშორისო თანამშრომლობა
  • ტერორიზმის ან არატრადიციული საფრთხეების გავლენა საზღვრის უსაფრთხოებაზე

 

ვადები

აბსტრაქტის წარდგენა

8 ოქტომბერი, 2021

შერჩევის შედეგები

10 ოქტომბერი, 2021

სრული ნაშრომის გაგზავნა

13 ოქტომბერი, 2021

ღონისძიება

18-20 ნოემბერი, 2021

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსრუველებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ არაუგვიანეს 2021 წლის 8 ოქტომბრისა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს

 

გისურვებთ წარმატებებს!