გაცნობებთ, რომ შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (METU), ანკარა, თურქეთი, იწვევს სტუდენტებს 2026 წლის საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის თარიღები : 6–24 ივლისი, 2026 .
ადგილი: METU-ს მთავარი კამპუსი, ანკარა, თურქეთი.
შემოთავაზებული კურსები:
- თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის შესავალი - €950;
- თურქული ლიტერატურის შესავალი (მოიცავს 3-ღამიან ექსკურსიას) - €1,700;
- თამაშების დეველოპმენტი - €900;
- Foundations of Sports in Education and Society - €1,050;
- არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა (ანკარა)€800
სააპლიკაციო გადასახადი: €50 (დაბრუნებას არ ექვემდებარება)
საწყისი განაცხადის ფორმის შევსება დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ 15 აპრილამდე. ამის შემდეგ აპლიკანტები ელ-ფოსტაზე მიიღებენ პირად სარეგისტრაციო ბმულს.
საბოლოო განაცხადების გაგზავნის თარიღი: 15 მაისი, 2026.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ლინკს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ico@metu.edu.tr
გისურვებთ წარმატებას!
