საზაფხულო სკოლა ანჟერის უნივერსიტეტი, საფრანგეთი - 2026

15 აპრილი 2026

გაცნობებთ, რომ ანჟერის უნივერსიტეტი საფრანგეთი(University of Angers, France),  აცხადებს განაცხადების მიღებას 2026 წლის საზაფხულო სკოლაში: Heritage, Art of Living and Tourism in the Loire Valley, UNESCO World Heritage”.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 29 ივნისი - 10 ივლისი, 2026 (2 კვირა).

 

პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის, კულტურის, კვების ინდუსტრიის ან მდგრადი განვითარების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

 

პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

 

  • ლუარის ველის ურბანული არქიტექტურა;
  • გასტრონომია და ლიქიორების კულტურა;
  • ღვინის კულტურა და ღვინის ტურიზმი;
  • ცხენოსნობის კულტურა - Cadre Noir of Saumur-ის ვიზიტი (UNESCO-ს სიაში შეტანილი ტრადიცია);
  • ლუარის ციხე-სიმაგრეები;
  • რელიგია და გამოქვაბულები;
  • ისტორია და ლეგენდები;
  • ბუნება და კულტურა - ლუარის მდინარეზე სათევზაო ნავით ტური

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური:

 

  • 1 850 € - საცხოვრებლის გარეშე;
  • 2 500 € - საერთო საცხოვრებლით (სასტუმრო Séjours & Affaires Angers Atrium, 28 ივნისი - 11 ივლისი, 13 ღამე, შედის საუზმე)

 

საფასური მოიცავს: სასწავლო პროგრამას, სემინარებს, ლანჩებს რესტორნებში,ანჟერში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურს.

 

საფასური არ მოიცავს: მგზავრობის ხარჯებს, სავიზო გადასახადს, სადაზღვევო პოლისს და სხვა ხარჯებს.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 26 აპრილი, 2026.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ მითითებულ ლინკს

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ იხილოთ ბროშურა, ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს მეილზე: international.esthua@univ-angers.fr 

 

პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, მეილით აცნობოთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: ir@cu.edu.ge.

 

გისურვებთ წარმატებას!