ვირტუალური კვლევის გაცვლითი პროგრამა - 2025

7 ივლისი 2025

გაცნობებთ, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის, ამერიკის შეერთებული შტატები, დეივისის ცენტრი აცხადებს აპლიკაციების მიღებას ვირტუალურ კვლევის გაცვლით პროგრამაზე, რომელიც გაიმართება დისტანციურ რეჟიმში. 

 

კვლევის თემა: საქართველოს ისტორია, პოლიტიკა, კულტურა და ხელოვნება.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან საქართველოს ან ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში და არიან დაინტერესებულნი კვლევით.

 

ონლაინ სესიები გაიმართება შემდეგ თარიღებში, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით (EST):

 

  • 1 სესია: 11 სექტემბერი, 11:00 საათი;
  • 2 სესია: 9 ოქტომბერი, 10:00 საათი;
  • 3 სესია: 6 ნოემბერი, 10:00 საათი;
  • 4 სესია: 11 დეკემბერი, 10:00 საათი;
  • 5 სესია: 15 იანვარი, 10 საათი.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია მოცემულ ბმულზე და ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტები: ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 350 სიტყვა). 

 

აპლიკაციის შევსების საბოლოო ვადაა 1 აგვისტო, 2025.  

 

პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო. სესიების დასრულების შემდგომ გაიცემა დასწრების სერტიფიკატი. 


შემოთავაზებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ahart@fas.harvard.edu