კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი სტუმრად გადაცემაში „შუა დღე"

11 იანვარი


კახა შენგელიამ ისაუბრა განათლების სფეროს პრიორიტეტებზე, პოპულარულ პროფესიებზე მშობელთა დამოკიდებულებაზე აბიტურიენტთა არჩევანის მიმართ.

კახა შენგელიამ ასევე ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომელიც დაგეგმილია უნივერსიტეტში. მან აღნიშნა, რომ თბილისში მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნიდან უნივერსიტეტების რექტორები ჩამოდიან. ორდღიან კონფერენციას კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. მან აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა რიცხვი მატულობს, რასაც კავკასიის უნივერსიტეტში არსებული განათლების მაღალი ხარისხი განაპირობებს. კახა შენგელიამ ასევე ისაუბრა პირად წინსვლაზე, თუ რა გახდა მისი წარმატების წინაპირობა.