კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის განცხადებას ეხმაურება

11 იანვარი
შალვა რამიშვილის გადაცემას „აკრედიტაციის გარეშე" გამოეხმაურა. მან 8 ოქტომბერს ეთერში გასული გადაცემის გამო, ტელეკომპანიის სახელით, ბოდიში მოუხადა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას.

კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო მადლობას უხდის მამუკა ღლონტს, მისი ობიექტური დამოკიდებულებისთვის და აცხადებს, რომ შალვა რამიშვილის გადაცემაში მოტანილი მოსაზრებები და ბრალდებები იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი; მათი ტირაჟირებით კი შეილახა არა მხოლოდ უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას ღირსება, არამედ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის იმიჯი და რეპუტაციაც.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი გახსნილია ნებისმიერ მედია საშუალებასთან თანამშრომლობისთვის.