და მედიასთან დაკავშირებულ სხვა საგნებს შეისწავლიან. მათ შორის: წერას ბეჭდური მედიისთვის, სატელევიზიო სიუჟეტებისა და რადიორეპორტაჟების მომზადებას, კამერასთან მუშაობას, მონტაჟს, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, ახალ მედიას, საზოგადოებასთან ურთიერთობას და სხვა. პროექტის ინიციატორი თბილისის 98-ე სკოლაა. "კავკასიის უნივერსიტეტის" გარდა მასში ჩართული არიან "კონრად ადენაუერის ფონდი" და "დოიჩე ველე", რომლებიც მოსწავლეებს სწავლების საკუთარ პროგრამებს წარუდგენენ.
ინტეგრირებული მედია კურსი რვა თვის განმავლობაში გაგრძელდება. "კავკასიის უნივერსიტეტის" სახელით მას "კავკასიის მედიის სკოლის" კურსდამთავრებულები, მაგისტრანტები და მეოთხე კურსის სტუდენტები გაუძღვებიან. პროექტში სულ თხუთმეტი მოსწავლე მონაწილეობს.
ინტეგრირებული მედიაკურსი
11 იანვარი