ზაქარია ქუცნაშვილი სტუმრად სამართლის სკოლაში

11 იანვარი

13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორის რატი ბრეგაძის ინიციატივით, სამართლის სკოლის მეორე კურსის ლექციას "ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები" საპატიო სტუმრის სტატუსით ახალი მოწვევის პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ესწრებოდა. მან სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: "ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელობა სამართლებრივ სახელმწიფოში''. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა სტუდენტებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა.