ექსკურსია ახალციხეში

11 იანვარი

14 ოქტომბერს კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პირველი კურსის სტუდენტებთან  და ადმინისტრაციასთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ ახალციხეში, სადაც რაბათის განახლებული კომპლექსი მოინახულეს. მათ დაათვალიერეს ისტორიული მუზეუმი, ციხე, კოშკები და შადრევნები. ღონისძიებამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.