სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტში

15 აპრილი 2011
- ამ სახელწოდებით კავკასიის უნივერსიტეტმა 16 აპრილს შიდა სასკოლო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია, რომელიც უკვე მეექვსედ ჩატარდა, კავკასიის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით მოეწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა კურსის ექვსმა სტუდენტმა მიიღო. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საერთაშორისო და ადგილობრივი თემები ბიზნესის სფეროდან. სტუდენტები წარმატებული წარდგენისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ წიგნებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

{phocagallery view=category|categoryid=156|limitstart=0|limitcount=0}