სასტუმრო „სითიმ" უმასპინძლა კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის არჩევნებს.
ღონისძიება გახსნა საზოგადოების ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ნიკოლაიშვილმა, რომელმაც მოკლედ ისაუბრა საზოგადოების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამართლის სკოლის დეკანმა, ზაზა მარუაშვილმა. დეკანმა ისაუბრა სკოლის სამეცნიერო საზოგადოების მნიშვნელობაზე, გაწეულ სამუშაოსა და მომავლის პერსპექტივებზე.
სტუდენტებმა საზოგადოების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კავკასიის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი, მარიამ სახვაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სამოქმედო გეგმა და ისაუბრა სამომავლო პროექტებზე.
კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო საზოგადოების არჩევნები
11 იანვარი