დოკუმენტური ფილმის კლასის ფინალური პროექტების პრეზენტაცია

1 მაისი 2011
მეოთხე კურსის სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. პროექტები სტუდენტებმა ჯგუფურად შექმნეს. კურსს ერთი სემესტრის განმავლობაში ცნობილი დოკუმენტალისტი სალომე ჯაში უძღვებოდა. ფინალური პროდუქტის პრეზენტაციას დისკუსია მოჰყვა. ეს მედიის სკოლაში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების შექმნის პირველი პრეცედენტია.

"Absolute Plagiarism"- ნინო აბულაძის, ნინი სანაიას, სალომე მურვანიძის, მარიამ ყანჩაველის ნამუშევარი
 "უფასო კინო"– ნიკო ჩეჩელაშვილის, ნინო კაიშაურის, ნანუკა ქაჯაიას ნამუშევარი
"ლუდოMoney"- გვანცა ფოცხვერიას, ქეთო საბანაძის ნამუშევარი
"Makondo" - ბექა ადამაშვილის, სესილი ჯღარკავას, როზა დევნოზაშვილის, თაკო ბეჟაშვილის ნამუშევარი
"ვინოთეკა"– მარიკა ეჯიბიას, სალომე კანდელაკის, თათია ბერიაშვილის ნამუშევარი