ავსტრიელი სტუდენტების დასკვნითი დღე კავკასიის უნივერსიტეტში

11 იანვარი
ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუმრად ჩამოსული ლექტორები ატარებდნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიელი სტუდენტების ჯგუფმა ყველაზე წარმატებული ქართული კომპანიები მოინახულა და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი სტუდენტების ჯგუფი ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტიდან თბილისს 15 ოქტომბერს ეწვია.