პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი

11 იანვარი
ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის პროგრამის „ახალგაზრდა ბანკირები" პრეზენტაცია გამართეს.

აღნიშნული პროგრამის მეშვეობით კურსდამთავრებულები და სტუდენტები საბანკო სფეროში პრაქტიკულ ცოდნას გაიღრმავებენ. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიდატებს პროკრედიტ ბანკში დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.