17 ოქტომბერს კავკასიის სამართლის სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია. თვითმმართველობის წევრები და სტუდენტები, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბატონ ზაალ სამადაშვილთან ერთად ეწვივნენ ავლაბარში წურწუმიას ქუჩაზე მდებარე სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალს „მომავლის სახლს", აღსაზრდელების დასახმარებლად.
კავკასიის სამართლის სკოლის თვითმმართველობა მადლობას უხდის თბილისის საკრებულოს, შპს „ცეროდენას", უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების კომპანია „შხეფს" და შპს „Texas Chicken"–ს საქველმოქმედო აქციაში შეტანილი წვლილისათვის.
საქველმოქმედო აქცია
11 იანვარი