კავკასიის ტექნოლოგიების სკოლას ახალი დეკანი ჰყავს

11 იანვარი

1 თებერვლიდან, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლას ახალი დეკანი ჰყავს. გიორგი დათუკიშვილი წლების განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო და სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. მათ შორის, გარკვეული პერიოდი საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში კი აკადემიური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ტექნოლოგიების სკოლის ახალი დეკანი მისი წინამორბედის საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. უფრო კონკრეტულად, დაწყებულია მოლაპარაკებები ავსტრიის სახელმწიფოსთან გაცვლით პროგრამების შექმნასთან დაკავშირებით. ბ-ნი გიორგი აპირებს, სკოლის სტუდენტებს მისცეს ყველა შესაძლებლობა, რომ მათ თავი ღირსეულ ადამიანებად და სრულფასოვან სტუდენტებად იგრძნონ. ოფიციალურად შედგენილი მემორანდუმის მიხედვით, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, სწავლების კურსის გარკვეული პერიოდი ავსტრიაში გაიარონ. გარდა ამისა, ახალი დეკანი ამბობს, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სტუდენტების სამუშაო გამოცდილების დაგროვებას. სტაჟირების პროგრამებში მათი ჩართვა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.