ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში

4 ნოემბერი 2010

2010 წ. 3–5 ნოემბერს, კავკასიის სამართლის სკოლაში, სტუმრად იმყოფებოდა ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაცია სამართლის სკოლის დეკანის პროფესორ ტანელ კერიკმაეს, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, პროფესორ ევჰენ წიბულენკოს და სამართლის სკოლის პროექტის მენეჯერის არჩილ ჩოჩიას შემადგენლობით.


ვიზიტის დროს საუბარი შედგა თანამშრომლობის განვითარების შემდეგი ეტაპის კონკრეტულ საკითხებზე. მიღწეული იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ 2011 წლის თებერვალში, ტალინში, ორ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ახალი ვერსია გაფორმდება.