იურიდიული განათლების ხელშეწყობა

11 იანვარი
რომელიც მიმართულია კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტების პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობაში ჩართვისა და მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ. პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან: 3 თვე - ონლაინ სწავლება (მოსამზადებელი პერიოდი) და 3 თვე - ინტენსიური პრაქტიკული კურსი.
იურიდიული კლინიკის პროგრამა მოიცავს შემდეგ პრაქტიკულ საკითხებს: პროფესიული ეთიკა; კლიენტის კონსულტირება; სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება; ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები; სასამართლოში წარმომადგენლობა.
იურიდიული კლინიკის პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები, რომელთაც გავლილი აქვთ მაგისტრატურაში არანაკლებ 40 კრედიტი და ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი.