კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში

11 იანვარი
სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის დროს კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ და საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში ბატონმა შოთა ღვინერიამ, შეხვედრები ჰოლანდიაში აკრედიტებული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან გამართეს. კერძოდ, როტერდამის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტთან, ვებსტერის უნივერსიტეტთან, იუნესკოს წყლის ინსტიტუტთან, ვახენინგენის აგრარულ უნივერსიტეტთან და მაასტრიხტის უნივერსიტეტთან.

შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს ჰოლანდიური უნივერსიტეტების კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებებით: ერთობლივი სამაგისტრო კურსები, კვლევები, სტუდენტების და პროფესორ–მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები.

ვიზიტის ფარგლებში განსაკუთერებული აქცენტი კეთდებოდა ჰოლანდიურ უნივერსიტეტებში არსებული ცოდნის, გამოცდილებისა და ტექნოლოგიების საქართველოსთვის გაზიარების მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი დარგების განვითრებაზე როგორიცაა წყლის მართვა და სოფლის მეურნეობა.

{phocagallery view=category|categoryid=455|limitstart=0|limitcount=0}