CU-ს ყველა კურსის სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა ჩაწერილიყო ლაშქრობის მსურველთა სიაში.
არმაზის ხევი მდებარეობს - მცხეთის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ არმაზის ტერიტორიიდან ხეობაში შედის ბილიკი. ხევის სიგრძე 5-6 კილომეტრია, ფოთლოვანი ტყით დაფარულ ხეობაში მოედინება მცირე მდინარე არმაზისხევი, რომელიც სათავეს იღებს დიდგორის მთასთან.
ლაშქრობისას სტუდენტებმა მოინახულეს 3 კულტურული ძეგლი - პიტიახშების რეზიდენცია ხეობის შესართავთან, არმაზისხევის მონასტერს რომელიც 1,5 კილომეტრზე მდებარეობს და არმაზისხევის ციხე რომელიც 3 კილომეტრზე მდებარეობს.
{phocagallery view=category|categoryid=719|limitstart=0|limitcount=0}