სახელმძღვანელოები ძირითადად განკუთვნილია ეკონომიკური, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკური, საინფორმაციო ტექნოლოგიების და საინჟინრო პროფილის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელოებში გადმოცემულ თეორიულ მასალას თან ახლავს არაერთი საილუსტრაციო მაგალითი დეტალური ამოხსნითურთ. თითოეული თავის ბოლოს მოცემულია თეორიული კითხვები და პრაქტიკული სავარჯიშოები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.
კალკულუსის ანუ მათემატიკური ანალიზის ძირითადი საკითხები გადმოცემულია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დამკვიდრებული მოთხოვნების შესაბამისად. ავტორები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ პრაქტიკულ ამოცანებში მათემატიკური მეთოდების გამოყენებით მხარეებს და მიღებული შედეგების შესაბამის ინტერპრეტაციებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკურ ამოცანებს. აღსანიშნავია, რომ განხილული ამოცანები არ მოითხოვს მკითხველისაგან შესაბამისი ეკონომიკური საკითხების წინასწარ ცოდნას. წიგნი სარგებლობას მოუტანს სხვა სპეციალობების უმაღლესი მათემატიკის შემსწავლელ სტუდენტებს და მათემატიკის შესაბამისი საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.
სახელმძღვანელო მოიცავს წრფივი ალგებრის საკვანძო საკითხებს, რომლებიც ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, ისეა გადმოცემული, რომ ნათელი გახდეს მათემატიკის აბსტრაქტული ცნებების კავშირი პრაქტიკული სახის, განსაკუთრებით ეკონომიკური დისციპლინების კონკრეტულ ცნებებთან. დიდი ყურადღება ეთმობა განხილული თანაფარდობების გრაფიკულ ილუსტრაციას, როგორც ვიზუალურად აღქმისა და გააზრების საუკეთესო საშუალებას.
პრეკალკულუსი
სახელმძღვანელოს მიზანია ზოგადსაგანმანათებლო სკოლის პროგრამით გათვალისწინებული იმ საკითხების გამეორება და სიღრმისეულად გააზრება, რომლებიც არსებითად გამოიყენება კალკულუსის, წრფივი ალგებრის, რიცხვითი ანალიზის და სხვა საუნივერსიტეტო კურსების შესწავლისას. სახელმძღვანელოში გადმოცემულია არითმეტიკის ძირითადი კანონები, უმარტივეს რიცხვით ფუნქციათა თვისებები, განტოლებათა და უტოლობათა ამოხსნადობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათემატიკური ინდუქციის პრინციპი და ლოგიკის საწყისები. ავტორები, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საკითხების გადმოცემისას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ ფუნქციებს და მათ გრაფიკულ ინტერპრეტაციებს.კალკულუსი
კალკულუსის ანუ მათემატიკური ანალიზის ძირითადი საკითხები გადმოცემულია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დამკვიდრებული მოთხოვნების შესაბამისად. ავტორები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ პრაქტიკულ ამოცანებში მათემატიკური მეთოდების გამოყენებით მხარეებს და მიღებული შედეგების შესაბამის ინტერპრეტაციებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონომიკურ ამოცანებს. აღსანიშნავია, რომ განხილული ამოცანები არ მოითხოვს მკითხველისაგან შესაბამისი ეკონომიკური საკითხების წინასწარ ცოდნას. წიგნი სარგებლობას მოუტანს სხვა სპეციალობების უმაღლესი მათემატიკის შემსწავლელ სტუდენტებს და მათემატიკის შესაბამისი საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.
წრფივი ალგებრა