28 მარტს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, გამომცემლობა აგორას მიერ დაარსებული, გერონტი ქიქოძის სახელობის პირველი ლიტერატურული პრემია, ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის, გადაეცა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორს, ცისანა ბიბილეიშვილს, ქეთევან დავრიშევის რომანის ,,დაშორებულები“ თარგმანისათვის.
წიგნი დაიბეჭდა მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში.