შეხვედრაზე ბატონმა აიეტ კუკავამ ისაუბრა არსებულ სიტუაციაზე კორპორატიული ეთიკის განხრით, რის შემდეგაც ბიზნეს სკოლის დეკანმა ბუბა ლეჟავამ CSR-ის სწავლების მნიშვნელობა განიხილა.
Alliance Group Holding JSC ყოველწლიურად აჯილდოვებს საგანში კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) უმაღლესი შეფასების მქონე 3 საუკეთესო სტუდენტს (პირველი, მეორე და მესამე ადგილით). წელს გამარჯვებულები გახდნენ ანანო ჯანხოთელი, ლაშა კივილაძე და ელენე თოდრია. შეხვედრის ბოლოს გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
კომპანია გახლავთ ოფიციალური სპონსორი ღონისძიებისა: "ბრაიან ტრეისი თბილისში". ბრაიან ტრეისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი კონსულტანტია ბიზნესის მართვის, გაყიდვების, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების საკითხებში და 2015 წლის 21 თებერვალს იგი თბილისში ერთ–დღიან მასტერკლასს ჩაატარებს.
ორგანიზატორები ადგილობრივ სტუდენტებს აძლევენ საშუალებას, ჩაერთონ მასტერკლასის მოსამზადებელ პროცესში მოხალისედ და მიიღონ გამოცდილება.
{phocagallery view=category|categoryid=557|limitstart=0|limitcount=0}