სომხეთის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

12 დეკემბერი 2023

11 დეკემბრეს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ სომხეთის ელჩს აშოტ სმბატიანს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საელჩოს წარმომადგენლები და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია ესწრებოდა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა მიმოიხილეს უნივერსიტეტში განხორციელებული პროექტები და სიახლეები საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, სამომავლოდ ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.

 

სომხეთის ელჩს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ კამპუსი დაათვალიერებინა და უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.