21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.
შეხვედრის ფარგლებში ელჩი დეტალურად გაეცნო კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე არსებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს.
მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ნიდერლანდების სამეფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და აგრეთვე ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.