13 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ვექტორი" ეწვია.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, CU სტუდენტებთან შეხვედრა ჩაატარეს ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შესაძლო ზიანის შემცირება/პრევენციის მიზნით.
ლექციას არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი ვექტორი" იურისტები, ნარკოლოგი თამარ სირბილაძე და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი კოტრიკაძე წარუძღვნენ.
შეხვედრის განმავლობაში, სპიკერებმა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, ზედოზირების საფრთხეებზე, სამართლებრივ ასპექტზე და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს.
ლექციას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს სპიკერებმა მათ შეკითხვებს უპასუხეს.