"BIAFF 2012" კინოფესტივალი

11 იანვარი

ფესტივალზე მოხალისეებად მუშაობენ. ისინი ამზადებენ სიუჟეტებს, მასტერკლასებს და საორგანიზაციო საკითხებში ეხმარებიან "BIAFF"-ის ადმინისტრაციას.

კავკასიის უნივერსიტეტმა სამი საუკეთესო ბლოგერისთვის პრიზი დააწესა. გამარჯვებულებს გადაეცემათ ვაუჩერი, რომლის მეშვეობითაც ისინი აირჩევენ და დაესწრებიან მათთვის სასურველ ლიტერატურის, ფოტოგრაფიის ან დოკუმენტური ფილმის კურსს მედიის სკოლაში.

"BIAFF 2012"- ის პროგრამა რამდენიმე სექციისგან შედგება: „აბრეშუმის გზის" ქვეყნების კინო, მხატვრული და დოკუმენტური კინო, მოკლემეტრაჟიანი ფილმები და დიდოსტატთა კოლექცია.

ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია მასტერკლასები, რომლებიც სასტუმრო „რედისონში" გაიმართება. ფესტივალის დასასრულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ფილმს თითოეულ სექციაში.

ფესტივალი 23 სექტემბერს დაიხურება.